რეზონანსი
05.09.2019

  იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.

„სტრასბურგის სასამართლოს ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მცირე ოდენობა მიმართავს. თუ თქვენ გახსოვთ ძველი დრო, იმ დროს იყო ხოლმე ასეთი მუქარა: „გაჩერდი, თორემ სტრასბურგის სასამართლოში გიჩივლებ". დღეს მუქარა ასეთია - „გაჩერდი, თორემ სასამართლოში გიჩივლებ". ანუ, ქართულ სასამართლოს დღეს უფრო მეტად ენდობიან. წინა წელს სტრასბურგში მხოლოდ 99 განცხადება იყო გაგზავნილი, როცა ადრე 400-500-მდე იყო," - განაცხადა წულუკიანმა.

პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი გრძელდება.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×