რეზონანსი
05.09.2019

 

კობა დავითაშვილმა პაატა ბურჭულაძეს სასამართლოში დავა მოუგო. საქმე ეხება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან მსოფლიო ბანი, ფონდ „იავნანაში" საქველმოქმედო მიზნებით შესული თანხების მითვისებაში დაადანაშაულა.

ბურჭულაძემ მაშინ თქვა, რომ დავითაშვილის განცხადება ცილისმწამებლური იყო და მისგან ბოდიშის მოხდას და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 25 ათასი ლარის გადახდას მოითხოვდა.

მოსამართლე ირაკლი კოპალიანის გადაწყვეტილებით ბურჭულაძის არცერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×