რეზონანსი
05.09.2019

 

დღეს დილით, თემქაზე 62 წლის რიმა მირზოევა მოკლეს. „პრაიმტაიმმა" შემთხვევის ადგილზე დამატებითი დეტალები გაარკვია.

გარდაცვლილის მეუღლე უძრავი ქონების აგენტია, ვაჟი კი გერმანიაში ცხოვრობს.

როგორც შემთხვევის ადგილზე „პრაიმტაიმს" უთხრეს, სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს, მას შემდეგ, რაც სახლში დაკვამლიანება შენიშნეს. ასევე დაუკავშირდნენ სამსახურში მყოფ მეუღლეს, რომელმაც ბინაში რიმა მირზოევას ცხედარი თავის არეში მიყენებული ჭრილობებით აღმოაჩინა.

გარდაცვლილის მეუღლის თქმით, სახლიდან „ყველაფერი წაღებულია". ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით თემქაზე, მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში შუახნის ქალი სავარაუდოდ მოკლეს და შემდეგ სახლში ცეცხლი გააჩინეს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×