რეზონანსი
05.09.2019

  შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

ვახტანგ გომელაურის თქმითვე, იგეგმება ასევე ექსპრესს მომსახურების მობილური სერვისცენტრების ამოქმედება ისეთ რაიონებში, სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

„საპატრულო პოლიციის შემდგომი განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ამასთანავე, ჩვენ ვგეგმავთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, რათა საპატრულო პოლიციის საქმიანობის ეფექტური დაფარვის არეალი მაქსიმალურად გაიზარდოს. აღნიშნული ხელს შეუწყობს საპატრულო პოლიციის ფუნქციების გაძლიერებას როგორც რეაგირების, ასევე პრევენციული მუშაობის კუთხით. საპატრულო პოლიციის სერვისების განვითარების მიზნით, ავამოქმედებთ ექსპრესს მომსახურების მობილურ სერვისცენტრებს ისეთ რაიონებში, სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის შექმნას, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს და მიაწოდოს საპატრულო პოლიციას მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა

წყარო: ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×