რეზონანსი
05.09.2019

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან წასული ჟურნალისტები სხვადასხვა არხზე გადანაწილდნენ, საზოგადოების ინტერესი არ ცხრება, თუ რომელ ცნობილ სახეს რომელ არხზე ვიხილავთ. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მწერალი დათო ტურაშვილი ნიკა გვარამიას „მთავარ არხზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს. იგი ამ საკითხთან დაკავშირებით "პრაიმტაიმთან" კომტარს აკეთებს:

"პირველად მესმის, რომ „მთავარ არხზე“ მივდივარ. ვწერ და წიგნი უნდა ჩავაბარო 17 სექტემბერს. შემიძლია მოკლედ გითხრათ, რომ ჯერ არაფერი ვიცი გადაცემასთან დაკავშირებით, რადგან ჯერ არც არაფერი შემოუთავაზებია ვინმეს", - განაცხადა ტურაშვილმა.

მას შემდეგ რაც "კურიერის" სრულმა შემადგენლობამ "რუსთავი2" დატოვა, არხის დატოვების გადაწყვეტილება სხვა გადაცემის თანამშრომლებმაც მიიღეს, მათ შორის აღმოჩნდნენ "პოსტ-სკრიპტუმისა" და „სხვა შუადღის“ წამყვანებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×