რეზონანსი
05.09.2019

 საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში თავის საპრეზიდენტო ვადაზე ისაუბრა. 

„ევროპის კავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა, გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის საკითხიც. მინდა, რომ იქ შესვლის საშუალება გვქონდეს, რათა სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ. 

პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. ეს კი კიდევ უფრო დიდ დამოუკიდებლობას მანიჭებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×