რეზონანსი
05.09.2019

 საჯარო რეესტრში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ახალი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელის სტატუსით ოფიციალურად დარეგისტრირდა. ის „ტვ ფორმულას” 51-პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა.

რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დანარჩენ 49 პროცენტს “ფორმულა კრეატივის” დამფუძნებლები ინაწილებენ, ესენი არიან: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა, თითოეული მათგანი - 12.25%-ს.

საინფორმაციო სამსახურს „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი უხელმძღვანელებს.

ცნობილია, რომ ახალ ტელეკომპანიას დავით კეზერაშვილი დააფინანსებს.

1-ელ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ახალ ტელევიზიას ქმნის.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×