რეზონანსი
04.09.2019

 (რეზონანსი)საქსტატის ინფორმაციით ბოლო 7 წელიწადში საქართველოში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 33%-ით გაძვირდა. რასაც 2012 წლის სექტემბერში 300 ლარად იყიდდით, დღეს იგივე შანაძენისთვის 400 ლარი დაგჭირდებათ.

ბოლო 7 წელიწადში ყველაზე მეტად ბადრიჯანი გაძვირდა - 95%-ით, ანუ ფასი თითქმის გაორმაგდა. ასევე თითქმის გაორმაგდა მწვანე ლობიოს და ნივრის ფასი.

78%-ით გაძვირდა ბავშვის საკვები. მაგალითად, თუ 2012 წლის სექტემბერში თვის განმავლობაში ბავშვის საკვების საყიდლად 300 ლარი იყო საკმარისი, ეხლა 534 ლარია საჭირო.

50%-ზე მეტად გაძვირდა ასევე წიწაკა, ხახვი, კარტოფილი, ბრინჯი, ატამი, ფორთოხალი და თევზის კონსერვი.

ხორბლის ფქვილი 39%-ით არის გაძვირებული, პური 20%-ით, ყველი 38%-ით, რძე 35%-ით, ხორცი 33%-ით, ლობიო 30%-ით, პომიდორი 28%-ით, კვერცხი 15%-ით.

ცხრილი: ბოლო 7 წელიწადში გაძვირებული სურსათის მაჩვენებლები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×