რეზონანსი
04.09.2019

  რამდენიმე წუთის წინ დიღომში, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე „მაკდონალდსში" ინციდენტი მოხდა. სწრაფი კვების ობიექტში მშობლებთან ერთად მყოფ ბავშვს მცირე რკინის კონსტრუქცია დაეცა, რის შედეგადაც მას ხელი დაუზიანდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია იყო მობილიზებული. ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას სავარაუდოდ ხელის მოტეხილობა აქვს.

„პრაიმტაიმს" „მაკდონალდსის" ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ ბავშვის მკურნალობის ყველა ხარჯს თავად აანაზღაურებენ.

„ჩვენთან უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის დაცული, თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა. რეაგირების მიზნით ადგილზე გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, მას მოჰყვა პატრულიც. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თან ახლავს ჩვენი წარმომადგენელიც და მკურნალობის ყველა ხარჯს ჩვენ ავანაზღაურებთ", - განმარტეს ადმინისტრაციაში.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×