რეზონანსი
04.09.2019

  სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია „ფორსაჟის" გადამღები ჯგუფის ყვითელი ვერტმფრენი. ის დღეს, დიდ დიღომში, კერძო დასახლების თავზე გამოჩნდა.

ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა Facebook-ში. ერთ-ერთი მომხმარებელი წერს:

„109 ნომერი მარშუტკა ხომ არ არის? მიწაზე ვერავინ პოულობს".

​შეგახსენებთ, „ფორსაჟის" გადაღებებმა რუსთავში გადაინაცვლა. გუშინ, გვიან ღამით დაიწყო და მთელი დღე გაგრძელდა.

„ფორსაჟი 9" ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში 19 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში. კერძოდ, გადაღებები რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე, თოდრიისა და მესხიშვილის ქუჩებზე დაიგეგმა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×