რეზონანსი
04.09.2019

  ატენისა და გორის ეპარქიის მღვდელმსახურები მუნიციპალიტეტის სოფლებს ლოცავენ.

ეპარქიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოფლების დალოცვა 2 სექტემბერს დაიწყო და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

„გორისა და ატენის ეპარქიის სოფლების ნაწილს შემოივლიან მოლოცვითი მსვლელობის ჯგუფები. მსვლელობის დროს განხორციელდება სოფლების დალოცვა, ხანდაზმული წყვილების საზეიმო ჯვრისწერა, მოსახლეობასთან შეხვედრა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჯვრის აღმართვა", - განმარტეს ეპარქიის განცხადებაში.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×