რეზონანსი
04.09.2019

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი წარადგინა. 

კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია და ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოლიტიკური მრჩეველია.

მანამდე ის იყო აშშ-ს ელჩის მოადგილე იტალიაში, კოსოვოში, თურქეთში და პოლიტიკური მრჩეველი აშშ-ს მისიაში ნატოში.

მანამდე კელი დეგნანი მუშაობდა იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.

25 წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი პოლიტიკურ მრჩევლად საქმიანობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ასევე, იყო ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი. კელი დეგნანი მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ პოლიტიკურ საკითხებში.

აშშ-ს წელიწადზე მეტია საქართველოში ელჩი არ ჰყავს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ელჩად დანიშნულ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა. აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×