რეზონანსი
03.09.2019

 (რეზონანსი)არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის ახალ თანამდებობაზე უახლოეს დღეებში წარადგენენ. ლილუაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის ხელმძღვანელად შს მინისტრის გიორგი გახარიას კანდიდატურაა წარდგენილი. შს მინისტრად კი სუს-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ინიშნება.

სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი ინიშნება. ლევან იზორია კი უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იქნება, ასევე, არსებული ინფორმაციით, ის საგარეო დაზვერვის სამსახურს უხელმძღვანელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×