რეზონანსი
03.09.2019

 (რეზონანსი) სოხუმში, ლაგვილავას ქუჩაზე მდებარე სახლის სადარბაზოსთან 1981 წელს დაბადებულ მამაკაცს ესროლეს.

შემთხვევა, დაახლოებით 00:30 საათზე მოხდა.

ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, ცხედარს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. დანიშნულია ბალისტიკური - სამედიცინო ექსპერტიზა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც სოხუმის პროკურატურა იძიებს.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×