რეზონანსი
03.09.2019

 (რეზონანსი) ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ინიშნება.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, სწორედ აღნიშნული პოსტით შეითავსებს იზორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოზიციას.

"ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, საბჭოს მდივნის ფუნქციას პრემიერ-მინისტრი საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს აკისრებს. საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრია დაზვერვის სამსახურის უფროსიც.

დაზვერვის სამსახურს ამჟამად დავით სუჯაშვილი ხელმძღვანელობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×