რეზონანსი
03.09.2019

 (რეზონანსი) ბავშვებს გავკოჭავ, ბენზინს გადავასხამ და დავწვავ. ქმარი ყოფილ მეუღლეს შვილების დაწვით აშინებს.

„მიშველეთ, ჩემი მეუღლე ჩემს თვალწინ შვილებზე ბენზინის გადასხმას და ცეცხლის წაკიდებას მპირდება," - ასეთი გზავნილი ადვოკატ ლევან ჭელიძეს, თურქეთიდან ქართველმა ემიგრანტმა გაუგზავნა, რომლის სახელსა და გვარსაც კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ აჟღერებს.

იურისტის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ყოფილი მეუღლე აიძულებს, რომ შვილებზე უარი თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბავშვებს ცეცხლში დაწვავს.

„ეუბნება, რომ ან უარს იტყვი შვილებზე ან ბაწრით გავკოჭავ, ბენზინს გადავასხამ და დავწვავო. ამ წუთას ეს ქალბატონი თურქეთშია და სასწრაფოდ გეგმავს ჩამოსვლას. ჯერჯერობით საჯაროდ არც ამ ქალბტონის სახელსა და გვარს გავაჟღერებ და არც ამ მოძალადე კაცისას, თუმცა თუ შესაბამისი უწყებები ამ საქმით დაინტერესდება მათ მივაწოდებ დეტალურ ინფორმაციას",- აცხადებს იურისტი ლევან ჭელიძე.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×