(რეზონანსი) „ყალბ სქრინებზე რომ აღარ იწვალოთ, მე ახლა საჯაროდ მოგიყვებით რას ვეუბნები მარიამს", - ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
„მარიამ, ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხიო. პიკეტირება, სირცხვილიას კორიდორების გაკეთება, დისკომფორტის შექმნა არის აუცილებელი. გახარია ვერ უნდა გახდეს პრემიერი, ბიძინა უნდა მიხვდეს რომ ვერ გიყიდით, ვერ გაგაჩუმებთ! ამიტომ ბოლომდე მიაწექი. ყველაფერი გააკეთე რომ ეს დაცინვა არ შერჩეს ოლიგარქს!
დაიკიდე რომ გაძახებენ ჩემს ნაციონალობას:) მშობლების წამოძახება არის უკიდურესი ქოცობა და ამიტომ ორი ყურის პრინციპით იხელმძღვანელე!
შენი გზა გაქვს და იარე ბოლომდე!", - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში მარიამ გეგუჩაძისა და შოთა დიღმელაშვილის გაყალბებული მიმოწერა გავრცელდა, სადაც დიღმელაშვილი გეგუჩაძეს პარლამენტთან დროულად მისვლას და აგრესიული ხალხის მიყვანას სთხოვს, რაზეც გეგუჩაძე შემდეგნაირად პასუხობს: „მოვდივართ ჩვენები, ნაცებმა ხალხი მომცეს... ნანუკამაც მითხრა დღეს დაძაბეთო".