რეზონანსი
03.09.2019

 (რეზონანსი) ჩინეთში, სკოლასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად რვა მოსწავლე დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ „ბი ბი სი" ავრცელებს.

თავდასხმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ჰუბეის პროვინციაში, სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს მოხდა. დაღუპული მოზარდების ასაკი 6-დან 13 წლამდე მერყეობს.

უცნობია კონკრეტულად როგორ დაიღუპნენ სკოლის მოსწავლეები და რა იყო თავდასხმის მოტივი, თუმცა შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა 40 წლის მამაკაცი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×