რეზონანსი
03.09.2019

 (რეზონანსი)ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთხმად, 96 მომხრე ხმით მიიღეს.

ცნობისთვის, ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო თქვა.

თბილისში საყოველთაო პროტესტი რუსი დეპუტატის ვიზიტს მოჰყვა, რომელიც ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში დაიწყო.

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გახსნისას, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკლათდა და სხდომას სპიკერატის ტრიბუნიდან გაუძღვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×