რეზონანსი
03.09.2019

 (რეზონანსი)რუსეთის დუმის საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური ფაერთიანებების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი გავრილოვმა მამუკა ბახტაძის გადადგომისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენის შესახებ კომენტარი გააკეთა.

გავრილოვი აცხადებს, რომ გიორგი გახარია გამოირჩეოდა მკაცრი პოზიციით თბილისში 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენების დროს. იგი იმედოვნებს, რომ "საქართველოს მთავრობის მეთაურს ეყოფა ვაჟკაცობა, რომ დაიწყოს გულახდილი დიალოგი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის თაობაზე, მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის პოზიციისა".

გავრილოვის აზრით, სწორედ ეს მოლაპარაკებები იქნება კონფლიქტის მოგვარების გარანტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×