რეზონანსი
03.09.2019

 (რეზონანსი)პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს" წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა.

„ვინაიდან ამ გაფრთხიელბას არ დაემორჩილნენ ჩვენი კოლეგები, ამავე მუხლის თანახმად, ვთხოვ მანდატურის სამსახურს, რომ მათ დაატოვებინოს დარბაზი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე.

„ევროპული საქართველოს" წევრების გარდა, დარბაზიდან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები გავიდნენ.

პარლამენტში საშემოდგომო სესია ხმაურით დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში აქცია „სირცხვილიას" წევრები შევიდნენ, რასაც ხმაური მოყვა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×