(რეზონანსი)არიან ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ პროტესტის ბუნებრივი გრძნობა, რომ გახარია დანიშნეს პრემიერ-მინისტრად , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
„რასაც აკეთებენ ამ ყველაფერზე ექნებათ მუდმივი, უწყვეტი და მძლავრი პროტესტი. ყველაფერზე - ამ კანონდარღვევაზე, სხვა კანონდარღვევებზე, გახარიას დანიშვნაზე. არ ვაპირებთ ეს ქვეყანა დავუთმოთ მათ. არიან ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ პროტესტის ბუნებრივი გრძნობა, რომ ჯალათი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად და მათ აქვთ სრული უფლება, ეს გააპროტესტონ, მათ შორის, შემოვიდნენ პარლამენტში", - განაცხადა ხოშტარიამ
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, უმრავლესობამ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია წარადგინა. გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ პოსტზე მამუკა ბახტაძე შეცვალა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 2 სექტემბერს გაავრცელა.
დღესვე ახალი პრემიერმინისტრობის კანდიდატზე მსჯელობა პარლამენტში დაიწყება, საკანონმდებლო ორგანოში თავდაპირველად ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ გიორგი გახარიას კაბინეტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება.