რეზონანსი
03.09.2019

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურს სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მისი პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანცვლებს. 

ლილუაშვილი სუს-ში  2017 16 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე ის ვანის მაჟროტარი დეპუტატი იყო. 2016 წელს თბილისის მერის მოადგილე იყო, ხოლო მანამდე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში, „ქართუ“ ჯგუფში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მათ შორის, 2015 – 2016 წლებში „ქართუ-ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „ქართუ“ ჯგუფის გენერალური დირექტორი იყო. 2014 – 2016 წლებში შპს "ოლდ სითი დეველოპმენტის", 2013 – 2014 წლებში კი შპს „ბურჯის“ გენერალურ დირექტორად მუშაობდა. 2008 – 2013 წლებში ის შპს „ქართუ მშენებელის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×