რეზონანსი
02.09.2019

  (რეზონანსი) მსახიობი გია როინიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანა ერთი მიზნისთვის უნდა გაერთიანდეს.

,ერთადერთი რამ, რაც ამ ხელისუფლებას აძლიერებს, საზოგადოების დაქსაქსულობაა! გაერთიანების დროა! წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მალე ქვეყანა აღარ იარსებებს!

ციხეები სავსეა სინდისის და პოლიტიკური პატიმრებით, ქვეყანაში ტოტალური შიმშილია, ხალხი დაუცველია! ეკონომიკა აღარ არსებობს!

ხვალ და ზეგ მათ კარებთანაც დაიჩოქებს შიმშილი და უსამართლობა, ვინც დღეს არხეინად იყურება საკუთარი ფანჯრებიდან (ან რა ფასი აქვს არხეინობას, როცა საკუთარი ფანჯრებიდან მხოლოდ დამშეული, განადგურებული, თვალებდათხრილი ქართველობა ჩანს)!

ეს გარდაუვალია! ოკუპაციის ხაზი დღეს მთელ საქართველოზე გადის! მტრის ნატვრა ასრულებულია: დაბეჩავებული, წელში გატეხილი, დაქსაქსული, გაბოროტებული, გადასარჩენად ქუჩაში დაგდებული საქართველო! ერთობის დროა! ძალა ერთობაშია”, – წერს მსახიობი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×