რეზონანსი
02.09.2019

  (რეზონანსი) ცოტა ხნის წინ, ბათუმის სამედიცინო ცენტრ „ბი ემ სის“ ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად პაციენტის ახლობლები და პერსონალი დაუპირისპირდა. შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიცია მივიდა. მოქალაქეების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა. ინფორმაციას ამის შესახებ tv25.ge ავრცელებს.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვი, ოთხი დღის წინ გაჩნდა, თუმცა დეფექტის შესახებ ინფორმაცია მათთვის დღეს გახდა ცნობილი. პაციენტის ახლობლები იმ ექიმის პასუხისმგებლობის დასმას ითხოვენ, რომელმაც მათი მტკიცებით, ახალშობილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დამალა. ექიმები კამერასთან საუბარს თავს არიდებენ. სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტში კი პასუხისმგებლობას იცილებენ და ამბობენ, რომ მუცლად მყოფი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ დიაგნოზი ექოსკოპისტს უნდა დაესვა, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ შესაძლოა ნაკლი თავის დროზე არ გამოჩენილიყო.

წყარო:ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×