რეზონანსი
02.09.2019

  (რეზონანსი) ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ მოკვლევა უკვე დაწყებულია ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც 16 წლის მოზარდი შეიყვანეს. 5 ადგილობრივი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხს სპეციალური საბჭო განიხილავს და ბრალეულობის გამოვლენის შემთხვევაში საგამოძიებო უწყება ჩაერთვება.

„სამწუხარო ფაქტია, გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი. ღამე 20 ივლისს ბინაზე გამოიძახეს გადაუდებელი დახმარების ბრიგადა, მოზარდი გადაიყვანეს რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრში, იქიდან კი - ქუთაისის კლინიკაში. კატასტროფის კერძო ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა ხარვეზები. სადაც ეს ბავშვი მოხვდა, თითოეული დაწესებულების შესწავლა მიმდინარეობს. გამოიკვეთა დარღვევები, შედგა შესაბამისი დოკუმენტაციაც. ასევე, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთა. პროფესიული განვითარების საბჭოზე დადგება 5 ადგილობრივი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი. სახეზეა სამედიცინო ხარვეზები და სალიცენზიო-სანებართვო პირობების გადაცდომები," - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×