რეზონანსი
02.09.2019

 (რეზონანსი) ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ჰოლივუდური ფილმის - Fast and Furious 9-ის რეჟისორი სპირო რაზატოსი და გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრი ესტუმრა.

სტუმრები თავშესაფრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და სხვა ცხოველებთან ერთად, გადასაღები მოედნიდან მათივე უსაფრთხოების მიზნით დროებით გადაყვანილი ძაღლებიც მოინახულეს. ისინი თავიანთი ბინადრობის არეალს გადაღებების დასრულებისთანავე დაუბრუნდებიან.

სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ სტუმრებს საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის პოლიტიკა გააცნო და ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებული პროექტების შესახებ უამბო.

სპირო რაზატოსმა თავშესაფრის ბინადრები საკვებითა და სათამაშოებით დაასაჩუქრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×