რეზონანსი
02.09.2019

 (რეზონანსი) ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა.

ერთმანეთს „მერსედესისა" და „ჰონდას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, შეჯახების შედეგად დაშავდა ქვეითად მოსიარულე ქალი და ერთ-ერთი ავტომანქანის მგზავრი.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„112-ის ჯგუფმა ორი პაციენტი ავტოსაგზაო შემთხვევიდან შემოიყვანა. ისინი იმყოფებიან მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში. უტარდებათ შესაბამისი კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევები და მკურნალობა. ორივეს აღენიშნებათ მრავლობითი ტრავმა, მდგომარეობა ჯერ-ჯერობით სტაბილურია", - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია მთვრალ მდგომარეობაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×