რეზონანსი
02.09.2019

 (რეზონანსი) გააფრთხილა თუ არა იგი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციის დაშლის თაობაზე იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე? - ეს კითხვა გადამდგარ მთავრობის მეთაურმა მედიის წარმომადგენელმა დაუსვა. მისი თქმით, ის რომ მოქალაქეების დარბევა იგეგმებოდა არ იცოდა.

"ბუნებრივია არ ვიცოდი და არც მეცოდინებოდა, ვინაიდან ეს სამწუხარო განვითარება ხდებოდა ძალიან სწრაფად ყოველ წუთს იცვლებოდა მდგომარეობა და ჩვენ ვიცით შსს-ს განმარტება ამის შესახებ და ეს კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს რა და როგორ მოხდა.

რაც შეეხება პოლარიზაციას, მე მინდა გითხრათ, რომ რასაც მე ვგრძნობ და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი იზიარებს, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მცდელობა, სამწუხაროდ ჩვენ წინ ვერ აღუდექით ეფექტურად ამ ნეგატიური დღისწერიგის თავზე მოხვევას და იმ პოლარიზაციას, რომელიც მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამის მცდელობა იყო. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი პოლარიზებული გარემო და ეს დიდ საფრთხედ მიმაჩნია ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის"- თქვა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×