რეზონანსი
02.09.2019

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" ხელისუფლება ბოლო დღეებს ითვლის - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, მამუკა ბახტაძე არ არის ის ადამიანი, რომელსაც დამოუკიდებელი პოლიტიკური კაპიტალი გააჩნია, ვინც შეძლებს, რომ ეს ტვირთი საკუთარ თავზე აიღოს.

„ივანიშვილს უწევს მისი გაშვება და ვიღაცის არჩევა, რომელიც ახლა გამოჩნდება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ის იქნება შესაბამისად წამყვანი ფიგურა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მთავარი მიზეზი, რის გამოც ბახტაძეს უშვებენ, მგონია, რომ არის ეს. სხვა რამე მიზეზის განხილვა სასაცილოა. თუ მან გახარია წამოაყენა პრემიერად, ეს იქნება დასტური, რომ ივანიშვილს ნაკლებად აღელვებს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობა, მათ შორის, იმ ახალგაზრდების, რომლებიც 20 ივნისის შემდეგ ითხოვენ ამ ადამიანის თანამდებობიდან გაშვებას. თუ გახარიას წამოწევს პრემიერად, მგონია, რომ იმ სტადიაში, რაზეც ივანიშვილის ხელისუფლება არის, მას არ აქვს მაინცდამაინც ბევრი კარგი სვლები დარჩენილი. ჩემი აზრით, „ქართული ოცნების" ხელისუფლება ბოლო დღეებს ითვლის", - განაცხადა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×