რეზონანსი
02.09.2019

 (რეზონანსი) „თქვენ თვითონ ნახეთ კადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის შტურმი და პოლიცია", - ამის შესახებ განცახდებას ყოფილი პრემიერი, მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებთა შეხვედრაზე აკეთებს, რითაც 20 ივნისის ღამეს მომხარს გამოეხმაურა.

"რაც შეეხება ჩემს მაშინდელ სიტყვებს - სიტუაცია იყო ძალიან ერთმნიშვნელოვანი. 7 წელია, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, მოახდინა იმის დემონსტრირება თუ რა ღირებულებებით საუბრობს ის საზოგადოებასთან. როცა მე ეს სიტყვები ვთქვი, ბუნებრივია, განწყობა იყო ესეთი და ეს განწყობა ერთი წამითაც არ შეცვლილა, არასოდეს.

ამავე დროს, თქვენ თვითონ ნახეთ კადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის შტურმი და პოლიცია, ეს პასიური კორდონი ფიზიკურად ვეღარ ამაგრებდა, ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას შტურმს და მათ მოუწიათ ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება სამწუხაროდ. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც პირადად მე სიცოცხლის ბოლომდე გამყვება"- თქვა მამუკა ბახტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×