რეზონანსი
02.09.2019

 (რეზონანსი)16 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა. ლუკა ფოფხაძე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდა, ის უგონო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იყო.

გარდაცვლილის მამიდის, ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, მოზარდი ქუთაისში მკურნალობდა, მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

16 წლის მოზარდი რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც რეანომობილით გადაყვანა გახდა საჭირო.

გზაში რეანიმობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია. საბოლოოდ, საჭირო გახდა მეორე რეანომობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათით დაიგვიანა.

მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×