(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არაკორექტული იქნება მისი მხრიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის საქმიანობის შეფასება. ამის შესახებ პრეზიდენტმა "ქრონიკას" პოლონეთში ოფიციალური ვიზიტს დროს განუცხადა.
"არაკორექტული იქნება, რომ აქედან შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, რომელიც უნდა შეაფასოს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა. ხვალ იქნება იმის დრო, რომ კომენტარები გაკეთდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, გადადგომას არ აფასებენ. "ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც ეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, მგონი უნდა დაველოდოთ და მე პირადად დაველოდები. საერთოდ, მე ვთვლი, რომ შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები არ აკეთებენ განცხადებებს საზღვარგარეთ. ეს არის შიდა პოლიტიკური, უნდა ჩავიდე, გავიგო რა ვითარებაა და შემდგომში შეიძლება განცხადების ან შეფასების გაკეთება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა კომენტარი ასევე არ გააკეთა შს მინისტრის გიორგი გახარიას პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.