რეზონანსი
02.09.2019

 (რეზონანსი) გარიცხვის შესახებ შეტყობინება საპარლამენტო უმრავლესობის აპარატიდან whatsapp-ში მივიღე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ბიძინა გეგიძემ განაცხადა.

გეგიძე მის უმრავლესობიდან გარიცხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს უკავშირდეს.

„ამას ვუკავშირებ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, რაზეც ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში მქონდა ჩემი არგუმენტირებული პოზიცია და ხედვა. ახლა იუსტიციის საბჭოს პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი საბოლოო პროდუქტი სიის სახით პარლამენტში უნდა შემოვიდეს. მე რასაც ვუყრებ, ამ პროცესმა ჩემში ოპტიმიზმი არ გამოიწვია, რომ სიას მხარი დავუჭირო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე თავიდანვე რა პოზიციაც მქონდა, იმავეს ვიმეორებ. მგონია, რომ ეს არის მთავარი საკითხი, რაც ყველაფერ დანარჩენს ფარავს," - განაცხადა ბიძინა გეგიძემ „ინტერპრესნიუსთან".

გეგიძისათვის უმრავლესობის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა უმრავლესობამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

ბიძინა გეგიძე ფრაქციას "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის" ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ის პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×