რეზონანსი
02.09.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება.

როგორც უმრავლესობის წევრმა, გიგა ბუკიამ განაცხადა, მმართველი პარტიის წევრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრებენ.

"როგორც მოგეხსენებათ ბიუროა დანიშნული, ხვალიდან იხსნება საშემოდგომო სესია, დაგროვილია საკითხები, ახალი მოცემულობა გვაქვს - პრემიერ-მინისტრი გადადგა, მთავრობა უნდა შეიცვალოს, ახალი პრემიერი უნდა იყოს არჩეული და ყველა ამ საკითხთან მიმართებაში, რაც არის დაგროვილი, გვექნება საუბრები",-განაცხადა დეპუტატმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძისგაცხადებით კი , უმრავლესობის შეხვედრა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×