რეზონანსი
02.09.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადება ამის შესახებ მან ფეისბუქზე გაავრცელა.

„ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების" გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს", - წერს ბახტაძე ფეისბუქზე.

ახალი პრემიერ მინისტრის ვინაობა კი ხვალ გახდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმცაიით, ახალი პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×