რეზონანსი
02.09.2019

 (რეზონანსი) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1969 წელს დაბადებული ვ. ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში უცხო პირი შესვლას ცდილობდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეტყობინებაზე მყისიერად მოახდინეს რეაგირება და ვ.ბ. შემთხვევის ადგილიდან ახლოს, რამდენიმე წუთში მაშინ დააკავეს, როდესაც იგი მიმალვას ცდილობდა", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×