რეზონანსი
02.09.2019

 (რეზონანსი) „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარაის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის ვერსიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებით საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს, ოპოზიციას კი ეთამაშება.

„ივანიშვილი საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს - ან ისინი გახარიას მხარს დაუჭერენ და ამით ივანიშვილის თუნდაც ჩასაძირად განწირულ ნავს მიეჯაჭვებიან; ან ისინი გახარიას ჩააგდებენ და ამით პარლამენტს ვადამდე გამოეთხოვებიან.

ივანიშვილი, მისი აზრით, ოპონენტებსაც წაუგებელს ეთამაშება - ან გახარიას გაპრემიერებით პროცესების სუპერპოლარიზაციას შეუწყობს ხელს და სააკაშვილის აჩრდილს კიდევ ერთხელ დაამარცხებს; ან გახარიას ჩაგდებით ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს და არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიციას გონს მოსვლას არ აცდის. ნიჭიერია ბიძინა, მაგრამ მხოლოდ სათავისოდ და არა საქვეყნოდ", - წერს დავით უსუფაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ვერსია, რომ ბახტაძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია შეცვლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×