რეზონანსი
02.09.2019

 (რეზონანსი) დღეს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაგეგმილი შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იქნება. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრაზე სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება. როგორც ქართული მხარე აცხადებს, ბლოკპოსტი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზეა და მისი დაშლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ბოლო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ გადადგამდნენ ისეთ ნაბიჯებს რაც ვითარების ესკლაციას გამოიწვევს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×