რეზონანსი
02.09.2019

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ანი გიუნტერი, გიორგი ქორქია, სანდრო სანაია და სპორტის ჟურნალისტი დავით ფრანგიშვილი დარჩნენ. უფრო ადრე ტელეკომპანიაში დარჩენის შესახებ სურვილი დააფიქსირა ია ფარულავამ, ხოლო მაია ასათიანის "პროფილის" ისევ "რ2-"ძე დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

„პრაიმტაიმი“ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ანი გიუნტერსა და გიორგი ქორქიას დაუკავშირდა. თუმცა, კომენტარის გაკეთებისგან ორივემ თავი შეიკავა. დილის გადაცემის პროდიუსერი ლიკა კინწურაშვილი  კი ამ ინფორმაციას ადასტურებს:

„გიდასტურებთ, რომ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდის უმრავლესობამ „რუსთავი 2“ დღეს დავტოვეთ. არხზე დარჩნენ გიორგი ქორქია, ანი გიუნტერი, სანდრო სანაია, რუსუდან ძნელაძე, ელენე ჩიტაშვილი. ვინც წამოვედით, რამდენიმე ადამიანი ტელეკომპანია ფორმულა კრეატივში გავაგრძელებთ მუშაობას. ამ ეტაპზე მოლაპარაკების საბოლოო სტადიაზე ვართ", - აღნიშნა კინწურაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×