რეზონანსი
01.09.2019

  (რეზონანსი) დეპუტატ ბიძინა გეგიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც მას უმრავლესობა დაატოვებინეს, მედიიდან შეიტყო და გია ვოლსკის კომენტარს „მოჰკრა ყური“. როგორც გეგიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, ის პოლიტიკაში თავისუფლების ხარისხს სცემს პატივს და პოლიტიკოსს საკუთარი ხედვა, პოზიციები და არგუმენტები უნდა ჰქონდეს:

„მედიიდან გავიგე ამ გადაწყვეტილების შესახებ და ვოლსკის კომენტარს მოვკარი თვალი. მე ყოველთვის ჩემი აზრი მქონდა, პოლიტიკაში თავისუფლების ხარისხს ვცემ პატივს. პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს მისი ხედვა, პოზიცია და არგუმენტები. მას უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ხალხის მიერაა არჩეული“, - თქვა გეგიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×