რეზონანსი
01.09.2019

  (რეზონანსი) მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიაში პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის შეცვლის საკითხზე უნდა იმსჯელონ. მის შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სახელდება, მანამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის კანდიდატურაც განიხილებოდა.

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე „ოცნების" მთავრობის ყოფილი შს მინისტრის და შემდეგ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის, და შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურები განიხილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×