(რეზონანსი) მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, საბანკო ბარათი დაკარგა, რომელსაც რამდენიმე დღე უშედეგოდ ეძებდა და რომელიც თბილისის ერთ-ერთ ცნობილ კაფეში არმოჩნდა.
„მილიონებია აქ ჩაყრილი და თურმე თუ დაგრჩება ბარათი, არ უნდა გაგაგებინონ და ფრონტ დესკს გადასცენ. მოვედი და პირადობის გარეშე არ მიბრუნებენ. ჩემს ერთი ბეწო, 15 ნომრიან სასტუმროში, რაღაც როცა იკარგება, ვურეკავთ ბარათის მფლობელს, ვრეკავთ ბანკში და ვატყობინებთ, რომ ბარათი დაიკარგა.
ჩემი ტელეფონის ნომერი ყველამ იცის. დიდი მადლობა, რომ დილიდან ამშალეთ და ორი დღე რომ ბარათს ვეძებდი. საერთოდ არ იქნება ჩემი ფეხი თქვენთან. ვიცი, რომ თქვენ ამით, საერთოდ არაფერი დაგაკდლებათ, მაგრამ მე მიხარია თქვენი წარმატებები, უბრალოდ მე ვარ ძალიან მოშლილი. ორი დღეა ბარათს ვეძებ”, – წერს მსახიობი სოც ქსელში.