რეზონანსი
01.09.2019

  (რეზონანსი)სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. პრეზიდენტი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პოლონეთის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას მიწვევით დაესწრო.

ვიზიტის ფარგლებში მან პარალელურად შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს მიმართ ასეთი ინტერესი არსებობს.

„ბელგიის პრემიერი, რომელიც გახდება ევროკავშირის ახალი თავმჯდომარე, დაინტერესებულია ჩვენი სიტუაციით და იმით, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ. ეს კითხვები, ინტერესი და იმის მზაობა, რომ რაღაც მოიფიქრონ და არამხოლოდ შეეგუონ და მივიდნენ საოკუპაციო ხაზზე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვართ დავიწყებული, ამ კუთხით ვიტყოდი, რომ დავბრუნდით მსოფლიო რუკაზე. არ შეიძლება, რომ ასე გაგრძელდეს, ეს გაუთავებელი პროვაკაციებია და რაღაც უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×