რეზონანსი
01.09.2019

  (რეზონანსი) ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან კონდიციონერი გადმოვარდა და მამაკაცს დაეცა. 

თვითმხილველები ყვებიან რომ კონდიციონერი ბინის მე-4 სართულზე ხის კონსტრუქციაზე იყო დამონტაჟებული. კონდიციონერი დემონტაჟის პროცესში ჩამოვარდა და ქუჩაში გამვლელს დაეცა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებული თავის არეში ჭრილობებითა და ტვინის შერყევით, კლინიკაში გადაიყვანეს. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაობზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×