რეზონანსი
01.09.2019

  (რეზონანსი) პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდში ნამდვილად იყო სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი.

„მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ჩვენ დღეს საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვიმსჯელეთ, ვითათბირეთმთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ ეტაპობრივად, ხვალ გეცოდინებათ უფრო მეტი, ზეგ კიდევ უფრო მეტი და აშ. მიმდინარეობს და გრძელდება კონსულტაციები, შესაბამისად გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებას ეს ინფორმაცია ეცნობება ეტაპობრივად.

გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ იყო სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი გუნდში, ვიმსჯელეთ საინტერესო დისკუსია და მსჯელობა შედგა. კიდევ გრძელდება ეს კონსულტაციები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×