რეზონანსი
01.09.2019

  ოსური მხარე აცხადებს, რომ დღეს, პირველ სექტემბერს "ქართული სოფლის, კობის მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართულებით იყო სროლა მათ უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის რაიონში, სოფელ წნელისის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჰუმანიტარულ მისიას და ვიდეოდაკვირვებას ახორციელებდა".

ცხინვალის ცნობითვე, მსგავს ვიდეოდაკვირვებას ისინი იქამდეც აწარმოებდნენ.

"ასევე, საჭიროდ მივიჩნევთ, განვაცხადოთ, რომ სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატისთვის ცეცხლის გახსნა პირდაპირი პროვოკაციაა ქართული მხრიდან", - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

ქართული მხარის პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, უცნობია.

წყარო: ნეტგაზეთი

 

 

ცხინვალი: ქართულმა მხარემ ჩვენს უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნა

ცხინვალი: ქართულმა მხარემ ჩვენს უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნა

ცხინვალი: ქართულმა მხარემ ჩვენს უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×