რეზონანსი
01.09.2019

  თერჯოლის რაიონში სოფელ ბარდუბანში ღამის საათებში ოჯახს თავს დაესხნენ.

„პრაიმტიამის იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, სამი ამ დრომდე დაუდგენელი პირი ოჯახში შეიჭრა, ისინი ფულს და ძვირფას ნივთებს ითხოვდნენ.

შემთხვევის დროს ოჯახში ორი ასაკოვანი ქალბატონი და ერთი მამაკაცი იმყოფებოდა. არსებული ინფორმციით, სასტიკად ნაცემია ერთ-ერთი ასაკოვანი ქალბატონი.

„სახლიდან არაფერი არ არის წაღებული, არც არაფერო ჰქონდათ და რას წაიღებდნენ. მოხუცები კი ძალიან შეშინებულები არიან, ამბობენ სცემეს კიდევაცო",- ამბობს ოჯახის მეზობელი.

მომხდართან დაკავშირებით „პრაიმტაიმი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩარობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყაჩაღოიბაში მონაწილე პირები სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×