რეზონანსი
01.09.2019

  ქარიშხალ „დორიანის" მოახლოების გამო, აშშ-ს შტატ სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აღნიშნული განცხადება შტატის გუბერნატორმა ჰენრი მაკმასტერმა გამოსცა. მანამდე საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა ფლორიდისა და ჯორჯიის შტატებშიც.

ამჟამად ქარიშხალი ბაჰამის კუნძულებს უახლოვდება, საიდანაც მოქალაქეებისა და ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს ქარიშხალ „დორიანის" გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რის შედეგადაც ფლორიდის შტატი ფედერალურ დახმარებას მიიღებს. ამასთანავე, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე დონალდ ტრამპმა პოლონეთში მე-2 მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიზიტი გააუქმა. მეტეოროლოგების განცხადებით, „დორიანი" ბოლო პერიოდის განმავლობაში აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×