რეზონანსი
01.09.2019

 "რუსთავი 2"-ის სახე კრიზისების მართვის საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია ნიჟარაძე იქნება.იგი არხზე ერთ-ერთ გადაცემას წაიყვანს.

"ნიუპოსტი" ნატალია ნიჟარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც პაატა სალიასთან მოლაპარაკებები დაადასტურა და აღნიშნა, რომ ახალი მენეჯმენტრის სურვილია "რუსთავი 2"-ში არხის ძველი სახეები დააბრუნოს.

"პაატა სალიასთან შეხვედრა მქონდა, თუმცა თოქ-შოუზე საუბარი არ ყოფილა. ჯერ მხოლოდ ზედაპირულად ვისაუბრეთ თემებზე. საუბარია ძველი "რუსთავი 2"-ის სახეების არხზე დაბრუნებაზე. ჩემთან იყო პირველი შეხვედრა. იმედია, მომავალი შეხვედრაც იქნება. ვიცი, რომ ძველი რუსთავიორელები აპირებენ დაბრუნებას"- განაცხადა ნიჟარაძემ.

ცნობილია, რომ ნატალია ნიჟარაძე "რუსთავი 2"-ში წლების განმავლობაში მუშაობდა. ის ასევე იყო "ტვ. იმედის" თანამშრომელიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×